ნიუ-იორკის გუბერნატორმა გრიპის ვირუსის გავრცელების გამო საგანგებო ეპიდეიოლოგიური სიტუაცია გამოაცხადა.
შტატში გრიპით დაავადების 20 ათასზე მეტი შემთხვევა დარეგისტრირდა, რაც ოთხჯერ აღმემატება გასული წლის მაჩვენებელს.
ხელისუფლებამ შესაბამის სამსახურებს ნება დართო აცრები არა მხოლოდ უფროსებს, ბავშვებსაც ჩაუტარდეს.
გასულ კვირას ბოსტონის მერმა ასევე გამოაცხადა საგანგებო ვითარება, რადგან ქალაქში გასულ წელთან შედარებითგრიპით დაავადების 10-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.