ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძის განცხადებით, ნატოში საქართველოს მაპის გარეშე მიღებას აშშ და დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს.
"ეს საკითხი ჩვენ უკვე დავსვით და აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მხიდან ის მხარდაჭერილია. ახლა ნატოში ამ საკითხის საბოლოო ჩამოყალიბებისთვის სერიოზული დისკუსია მიმდინარეობს. დაველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას", - განუცხადა ბარამიძემ ჟურნალისტებს.
მისი შეფასებით, ის ინსტრუმენტები, რაც წლიური სამოქმედო პროგრამისა და საქართველო-ნატოს კომისიის სახით საქართველოს აქვს, რეალურად მაპზე მეტია".
"ომის შემდეგ მივიღეთ მეტი, რაც ომამდეც ვერ მივიღეთ - წლიური სამოქმედო გეგმა და საქართველო-ნატოს კომისია რეალურად MAP-ზე მეტი გამოდის", - განმარტავს ბარამიძე.
მისი თქმით, ურთულესი პრობლემების მიუხედავად, საქართველომ წარმატებით შეძლო წლიური სამოქმედო გეგმის ფარგლებში პირველი წლის გავლა.