მიხაილ ხოდორკოვსკის ადვოკატი იური შმიდტი, რომელიც კომპანია "იუკოსის" ექს-ხელმძღვანელს იცავდა სანქტ-პეტერბურგში გარდაიცვალა.
ადვოკატი 75 წლის იყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო წლების განმავლობაში იგი მძიმედ ავადმყოფობდა.
შმიდტი იყო მონაწილე მრავალი სისხლის სამართლის პროცესისა, რომელიც პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული.
სწორედ პოლიტიკურად მიიჩნევდა ის მიხაილ ხოდორკოვსკის საქმეს. გამამტყუნებელი განაჩენი, რომელივ ხოდორკოვსკის 2005 წელს გამოუტანეს მან მკაცრად გააკრიტიკა.
იური შმიდტი ცნობილი იყო ასევე, როგორც გამოჩენილი უფლებათადამცავი. 1991 წელს მან რუსეთის ადვოკატთა ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი დააფუძნა.