მიდის მასობრივი შეტევა სასამართლო ხელისუფლებაზე, ადგილობრივ ხელისუფლებაზე, საპარლამენტო ხელისუფლებაზე და ეს მიდის წარმოუდგენელად ბინძური მეთოდებით. ასეთ მეთოდებზე მე წაკითხული არ მაქვს, რომ ვინმე აკეთებდა სადმე, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
"ჩვენ გვიმუშავია და ჩემს მთავრობასაც ყავდა სოპეცრაზემელები და ჩაგვიტარებია ოპერაციები უცხოური და სხვადასხვა ინტერესების წინააღმდეგ, მაგრამ წინაპირობა იყო ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეეხო ადამიანის პირად ცხოვრებას. არასოდეს არსად არ გასულა ადამიანის პირადი ცხოვრების მაკონპრომეტებელი სურათები", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, -" ერთ-ერთი რაიონის გამგებელი, არ მინდა დავასახელო, თბილისიდან ჩასულმა პოლიციის მაღალჩინოსანმა მანქანაში ჩაისვა და დააწერინა გადაყენების განცხადება მანამდე პროკურატურა და სხვები მიუგზავნეს და ვერაფერი ვერ უქნეს. იმიტომ რომ ჩვენი თანამდებობის პირები იყვნენ სუფთები. განსხვავებით იმათგან ვისაც ეხლა აბრუნებენ თანამდებობებზე. მოკლედ ჩაისვა პოლიციის მაღალჩინოსანმა მანქანაში და უთხრა შენს შვილს ვეტყვით რომ აყვანილიაო მაშინ როდესაც ეს ინფორმაცია მხოლოდ 2-3 კაცმა იცოდა და ამაზე დააწერინეს განცხადება./მე ნამდვილად არ ვჭორაობ, მე ვსაუბრობ დასაბუთებულ ინფორმაციებზე".
პრეზიდენტმ კვლავ გაიხსენა, სასამართლოს თანამშრომლის "გადაბიების მცდელობის საქმე რომელიც რამდენიმე ხნის წინ პარლამენტში გახმაურდა.
"თბილისის სასამართლოს თანამშრომელი, რომლის საშუალებითაც უნდოდათ გასვლა სასამართლოს თავმჯდომარეზე იმიტომ, რომ ეს სასამართლო იძლევა დაპატიმრების სანქციებს, უფრო სწორედ არ იძლევა მათ უსუსურ წარმოდგენილ სუსტ საქმეებზე, ეს გოგონა ფარული ვიდეო კამრეით თავის შეყვარებულთან ერთად გადაიღეს. მერე თავზე წაადგა პოლიციელი და უთხრა რომ ეს გვაქვს გადაღებული და თუ არ გინდა რომ გამომზეურდეს გაგვიყვანე სასამართლოზე. ეს გოგონა ძალიან გაბედული აღმოჩნდა და უთხრა არ მაინტერესებს რაც არ უნდა გქონდეთ მე ჩემი ღირსება მაქვს. ეს თქვენი კადრები არ არის, ჩემი ღირსება არის ის რომ მე თქვენ თავს არ დაგიღუნავთ და არ დაგეხმარებით სიბინძურის გაკეთებაში, რადგანაც ამ გონონას სთხოვდნენ შეგვიშვი მოსამართლის მოსასვენებელ ოთახში სადაც ალბად სინბინძურის კამერების დამონტაჟება უნდოდათ", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა დეპუტატ იაშა შერვაშიძის მიერ ფრაქციის დატოვების ფაქტიც განმარტა.
"სამწუხაროდ ასეთი გაბედული ვერ აღმოჩნდა ზოგიერთი პარლამენტარი. მაგალითად იაშა შერვაშიძეს შვილი ნარკოტიკებზე დაუჭირეს და მშვიდად გაუცვალა ფრაქციის დატოვება შვილის თავისუფლებაზე. რითაც მან პირდაპირ თქვა, რომ უღალატა ქედის მოსახლეობას. იმიტომ რომ მათ ის ამისათვის არ აურჩევიათ და გავიდა ფაქციიდან შვილის განთავისუფლების სანაცვლოდ", - განაცხადა სააკაშვილმა.