ორი ფრანგი კომანდოსი სომალელი ბოევიკების მიერ ფრანგი მძევლის გათავისუფლების წარუმატებელი ოპერაციის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა პარიზში განაცხადა, სპეცსამსახურების თანამშრომელი დენის ალექსი გამტაცებლების მიერ ღამით მომხდარი შეტაკებისას მოკლეს. ბრძოლაში მოკლულია ასევე 17 ისლამისტი. ოპერაციას ფრანგული სპეცდანიშნულების დანაყოფი აწარმოებდა, რომელიც სომალში ვერტმფრენებით გადაისროლეს. დენის ალექსი მოგადიშოში 2009 წელს გაიტაცეს.