პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ხათუნა ოჩიაური მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად, ხოლო ანდრო ბარნოვი შიდა ქართლის გუბერნატორად დაინიშნენ.
„ეს არის განახლების მნიშვნელოვანი ეტაპი, განსაკუთრებით ანდროს შემთხვევაში იმიტომ, რომ ანდრო არის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. იყო ძალიან მაგარი რექტორი სამხედრო აკადემიის, რომელმაც პრაქტიკულად შექმნა თანამედროვე სახის სამხედრო აკადემია გორში. მისი ოჯახი დღესაც ცხოვრობს შიდა ქართლში და ასეთი ხალხის მოსვლა პოლიტიკაში, თან ასეთ რთულ დროს ჩემთვის მისასალმებელია. ხათუნას ძალიამ ბევრი იცნობს, ის საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია მიუხედავად მისი პატარა ასაკისა. ჩვენ ვაკეთებთ გადახალისებას"- განმარტა პრეზიდენტმა გუბერნატორების წარდგენისას.
მასალის გამოყენების პირობები