საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამუშაოდ ზუგდიდის რეზიდენციაში გადადის. გაზეთ "რეზონანსის" ცნობით, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის რეზიდენციაში გადავიდეს და ქვეყანა იქიდან მართოს. როგორც "რეზონანსი" იუწყება, აღნიშნული ინფორმაციის შესახებ პრეზიდენტმა სამეგრელოში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.
გავრცელებულ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახურში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
"არ ვიცი, სიმართლეა თუ არა. საჯარო განცხადება არ ყოფილა ამის შესახებ, რადგან როცა რაიმე საჯარო განცხადება კეთდება, ყველაფერი ოფიციალურ ვებ-გვერდზე იდება. ეს ალბათ შიდა ინფორმაცია გაქვთ. სხვა არაფერი შემიძლია გითხრათ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ბანძელაძემ.