უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელსაც უკვე რამდენიმე დღეა დაუმორჩილობლობა აქვს გამოცხადებული საავადმყოფოს პალატაში არ შედის და პრაქტიკულად დერეფანში ცხოვრობს. ინფორმაციას ამის შესახებ ტიმოშენკოს ადვოკატი ალექსანდრე პლახოტნიუკი ავრცელებს.
"დერეფანშია, კვლავინდებურად არ შედის პალატაში. ეს, ანუ პალატაში დაბრუნება - გამორიცხულია",_ განაცხდა ადვოკატმა საავადმყოფოში ტიმოშენკოსთან შეხვედრის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ აქამდე უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ ორი დღეღამე აბაზანაში გაატარა.