პაკისტანში მომხდარი ორმაგი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 114 ადამიანს მიაღწია. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია 70 გარდაცვლილის შესახებ.
აფეთქება პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ქალაქ კვეტაში, საბილიარდო კლუბის ახლოს მოხდა.
დაჭრილთა რაოდენობა რამდენიმე ათეულია.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი ადგილობრივი ტელეარხის ოპერატორია, რომელიც პირველი აფეთქების შედეგების გადაღებას აწარმოებდა.