ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ ყარზაი და აშშ- ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ერთმანეთს ვაშინგტონში თეთრ სახლში შეხვდებიან.
"ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ისინი ავღანეთში აშშ-ს მომავალ როლზე ისაუბრებენ, მას შემდეგ რაც აშშ-მ მიიღო გადაწყვეტილება რეგიონიდან 66 ათასი სამხედრო მოსამსახურის გამოყვანის შესახებ.
აშშ გამოდის ინიციატივით , რომ 2014 წლისათვის ავღანეთში 7 ათასი სამხედრო დარჩეს ანტიტერორისტული ოპერაციების ჩასატარებლად და ავღანელი პოლიციელებისა და სამხედროების სასწავლებლად.