ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყანაში პირველად პრეზიდენტს პირდაპირი ხმის მიცემით ირჩევენ. საპრეზიდენტო მარათონის ფავორიტებად ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიიჩნევა - იან ფიშერი და მილოშ ზემანი.
სულ კანდიდატთა რაოდენობა ცხრაა . მათ შორის არიან - კომპოზიტორი, დრამატურგიის პროფესორი, რომელსაც უამრავი ტატუირება აქვს, ასევე მსახიობი ქალი და არისტოკრატი. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
არსებობს ვარაუდი, რომ კანდიდატთაგან ვერც ერთი ვერ დააგროვებს საკმარისი რაოდენობის ხმას, ამიტომაც მეორე ტურის დანიშვნა იქნება საჭირო, რომელიც სავარაუდოდ, ორი კვირის შემდეგ გაიმართება.