საუდის არაბეთში მცხოვრები 15 წლი გოგონა მშობლებმა ცოლას 70 წლის მამაკაცს 20.000 აშშ დოლარად ცოლად გაატანეს. აღნიშნული შემთხვევა პროვინცია ჟიზანში მოხდა. ხანდაზმულმა მამაკაცმა სახელმწიფო ორგანოებს მიმართა იმისათვის რათა 15 წლის გოგონასთან ქორწინება გაეფორმებინა.
მამაკაცა განაცხადა, რომ გოგონას მშობლებმა მათ ქორწინებაზე თანხმობა განაცხადეს. მან პატარძალში 20 000 აშშ დოლარი გადაიხადა.
თუმცა გარიგების შემდეგ გოგონამ უარი განაცხადა ხანდაზმული მამაკაცი ქმრად ეღოიარებინა, მისმა მშობლებმა კი გოგონას დაბრუნება გადაწყვიტეს. ამან მამაკაცში აღშფოთება გამოიწვია, მან განაცხადა, რომ ოჯახმა გადაწყვიტა თანხა თავისთვის დაეტოვებინა და ქორწილი არ გადაეხადა.
ამ საქმის გარჩევაში ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია ჩაერთო. მათი განცხადებით, გოგონასა და მის ხანდაზმულ ქმარს შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც გოგონამ მშობლებთან გაქცევა გადაწყვიტა. ამჟამად ეს საქმე ამ კომისიის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.