სუდანში რუსულ ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრები არ დაზარალებულან.
ვერტმფრენი რუსულ ავიაკომაპნია UTAIR-ს ეკუთვნის და ის სუდანში ფრენებს გაეროს დაკვეთით ასრულებდა.
აღსანიშნავია, რომ რუსული თვითმფრინავისათვის სუდანში ცეცხლის გახსნის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. გასული წლის 21 დეკემბერს სუდანში კომაპნია "ნიჟევატოვსკაიას" გაუხსნეს ცეცხლი. ამ ინციდენტის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი რუსეთის მოქალაქე.