თურქეთი სირიის საკითხის გადაჭრის ახალი ინიციატივით გამოდის. როგორც თურქული მედია იუწყება, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ფირიდინ სინიიროღლუ რუსეთში ვიზიტს სირიის კრიზისის განსახილველად გეგმავს. ელოდებიან, რომ თურქი დიპლომატი მოსკოვს კრიზისის გადაჭრის საკუთარ გეგმას წარუდგენს.
სინიიროღლუ მოსკოვში მოლაპარაკებებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, მიხელ ბოგდანოვთან გამართავს. როგორც საერთაშორისო წარგზავნილმა სირიაში, ლახარდ ბრახიმმა განაცხადა, თუ ქვეყანაში კრიზისი წელს ვერ მოგვარდა, ის მთლიანად განადგურდება. ბრახიმმა, „ბი-ბი-სი"-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბაშარ ასადის გამოსვლამ, სადაც მან შეიარაღებული კონფლიქტის დამნაშავეებად მეამბოხეები და ტერორისტები გამოაცხადა, კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაართულა.