კრემლის წინ, ხიდზე, უცნობმა პირებმა სხვადასხვა ექსტრემისტული ორგანიზაციების სიმბოლოებით გაფორმებული ბანერი გამოფინეს. როგორც რუსული მედია იუწყება, პოლიციამ ბანერი დილის 5 საათზე ნახა და ჩამოხსნა. ბანერი უცნობი ინტერნეტპორტალის კორესპოდენტმა გადაიღო. ჟურნალისტი, რომლის გვარიც არ სახელდება, პოლიციაში დაკითხეს და შემდეგ გაუშვეს.
არ კონკრეტდება ისიც, თუ რომელი ექსტრემისტული ორგანიზაციების სიმბოლიკა იყო გამოსახული ბანერზე, თუმცა, ტვიტერზე, სამოქალაქო აქტივისტ ვიტალი შუშკევიჩის მიერ ფოტო განთავსდა, სადაც გამოსახულ ბანერზე განთავსებულია ნაციონალ-სოციალისტური პარტიის და სხვა აკრძალული ორგანიზაციების სიმბოლიკა და მათ გვერდით „ერთიანი რუსეთის" სიმბოლოც, ხოლო ქვემოთ განთავსებულია წარწერა „რუსეთის ექსტრემისტული ორგანიზაციები". როდის არის ფოტო გადაღებული, უცნობია.