ნიუ-იორკში სამგზავრო ბორანი დაიმსხვრა. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშეითედ პრესი" ავრცელებს. ავარია მაჰნჰეტენში, უოლ-სთრიტთან ახლოს მოხდა.
ავარიის შედეგად, 30-დან 50-მდე ადამიანი დაზარალდა, ერთი მგზავრი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ბორანს მგზავრები ნიუ-ჯერსიდან გადაჰყავდა. ავარიის მიზეზი ამ დროისათვის უცნობია. ასევე, არ არის ცნობილი, რამდენი ადამიანი იყოფებოდა ბორანზე, თუმცა, ასეთ ბორანს დაახლოებით 400-მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლია.