შვეიცარიის პროკურატურამ Hermitage Capital-ის თანამშრომლის სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით რამდენიმე საბანკო ანგარიში გაყინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Tages-Anzeiger-ი ავრცელებს.
შვეიცარიის ხელისუფლებამ ასევე გამოითხოვა ინფორმაცია და ამონაწერები ზოგი საბანკო ანგარიშიდან.
შეგახსენებთ, რომ გადასახადების გადაუხდელობაში ბრალდებული ფონდ Hermitage Capital-ის იურისტი სერგეი მაგნიტსკი მოსკოვის საგამოძიებო ოზპლატორში 2009 წლის 16 ნოემბერს გარდაიცვალა. ე.წ. მაგნისტკის კანონი კი გასულ წელს აშშ-ში მიიღეს, რომელიც სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ რუს ჩინოვნიკთა მიმართ სავიზო და ფინანსური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.