რუსეთში ძლიერმა ყინვებმა 170 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სამედიცინო წრეებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ყინვების დაწყების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის სუბიექტებში უკვე 170 ადამიანი გაიყინა, მათ შორის ერთი ბავშვია", _ წერს რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, მხოლოდ გასული დღეღამის განმავლობაში რუსეთის რეგიონებში ყინვისაგან 17 ადამიანი დაზარალდა, მათგან 9 ჰოსპიტალიზებულია.