ვახტან ხმალაძე საპრეზიდენტო კანდიდატის თაობაზე დაწყებული კონსულტაციის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ ირაკლი ალასანიას განაცხადების კომეტირებისას განაცხადა.
,,საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება არაერთი. გააჩნია მანამდე კონსიტუცია როგორ შეიცვლება, ხელისუფლების როგორი მოდელი იქნება. ჩვენ წინასაარჩევნო პროგრამაში გვიწერია რომ მხარს საპარლამენტო რესპუბლიკას ვუჭერთ. საპარლამენტო რესპუბლიკაში კი პრეზიდენტის ფუნქციები განსხვავებულია. Aამიტომ რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას შეიძლება უნდოდეს პრეზიდენტობა, როცა პრეზიდენტი არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, მაგრამ არ მოინდომოს პრეზიდენტობა, როცა პრეზიდენტს არ ექნება აღმასრულებელი უფლებები", _განაცხადა ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრის განაცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატს კოალიცია უახლოეს თვეებში წარადგენს.