საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება MAPI-ის მიღების გარეშეც შეუძლია, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ებს" ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განუცხადა.
გოგოლაშვილის თქმით, საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ნატოს შესაბამისი მოთხოვნები, რაზედაც მუშაობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში მიმდინარეობს.
"საქართველოს შეუძლია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს MAPI-ის მიღების გარეშეც და ეს არ არის ახალი ამბავი. თუ ალიანსის წევრები ამას მოინდომებენ, ეს თავისუფლად არის შესაძლებელი. საქართველომ ალიანსში გაწევრიანებისთვის ნატოს შესაბამისი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს და ამაზე მუშაობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში მიმდინარეობს", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გოგოლაშვილმა.