,,მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება პოლიტიკური ფარისევლობის კლასიკური ნიმუშია", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან'' საუბარში კოალიცია ,,ქართული ოცნების' დეპუტატმა კობა დავითაშვილმა ხელისუფლებისთვის პრეზიდენტის მიერ ხუთპუნქტიანი შეთავაზების კომენტირებისას და მას სააკაშვილის ბრალდებას უწოდებს.
,,ეს პრეზიდენტის შეთავაზება კი არა, არამედ ხუთპუნქტიანი ბრალდებაა. თავისთავად ის, რომ შეთავაზება ხუთპუნქტიანია უკვე მის არასერიოზულობაზე მეტყველებს. ჩვენ რა ვქნათ ახლა 41-პუნქტიანი შეთავაზებით ვუპასუხოთ. მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება პოლიტიკური ფარისევლობის კლასიკური ნიმუშია. Aამ კაცისთვის წმინდა არაფერია, არც ახალი წელი და მას პოლიტიკური პიარისთვის იყენებს", _განაცხადა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის და მათ ხუთპუნქტიანი გეგმა შესთავაზა.