უკრაინაში მოქმედი სეპარატისტული მოძრაობის _ არტემის სახელობის სახალხო-განმათავისუფლებელი მოძრაობის "დონეცკის რესპუბლიკის" ხელმძღვანელი ალექსანდრე ცურკანი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ფედერაციასთან ომისათვის ემზადება. აღნიშნულ ინტერვიუს "სეგოდნია.რუ" ავრცელებს.
"უკრაინა რუსეთთან ომისათვის სერიოზულად ემზადება. პროვოკაცია სავარაუდოდ, ლუგანსკის ან დონეცკის მიმართელებებით მოხდება. ლოზუნგები კი იქნება "განვათავისუფლოთ კუბანელი უკრაინელები". სწორედ ამიტომაც ჩატარდა სწავლებები ნიკოლაევის ოლქში "ზაპად-ვოსტოკ", სადაც მუშავდებოდა არა თავდაცვითი, არამედ თავდასხმითი ღონიძიებები. პროვოკაციის შემდეგ უიშჩებკო განცხადებას გააკეთებს რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შესახებ საქართველო-ოსეთის სცენარით", _ აცხადებს ალექსანდრე ცურკანი და იქვე აღნიშნავს, რომ უკრაინის აღმოსავლეთი ოლქები სავსეა ჯარებით, ტაქტიკური აეროდრომები კრამატორსკში, იზიუმში, მარიუპოლში სრულ მზადყოფნაში არიან მძიმე სატრანსპორტო "ბოინგის" ტიპის თვითმფრინავების მისაღებად.
"მას შემდეგ, რაც რუსეთი კონფლიქტში ჩაერთვება, იუშჩენკო დახმარებისთვის ნატოს მიმართავს და ჯარი ოლქებიდან ტერიტორიებზე ორი საათის განმავლობაში იქნება შეყვანილი. ეს გადამოწმებული ინფორმაციაა. სწორედ ამიტომაც გადადგა თანამდებობიდან უკრაინის გენშტაბის უფროსი, ძალიან კეთილსინდისიერი ადამიანი. თქვენ პრაქტიკულად ვერც კი წარმოგიდგენიათ, რა და როდის დაიწყება. ეს ლიტვაც კი არ არის. რუსებს ნულამდე გაანადგურებენ, ხოლო შექმნილ სიტუაციაში ვიქტორ იუშჩენკო პრეზიდენტი პირველივე ტურში უკვე სამუდამოდ გახდება", _ აცხადებს ალექსანდრე ცურკანი და დასძენს, რომ ეს არ იქნება პროვოკაციები, ეს იქნება ტოტალური ეთნოტერორი და გენოციდი.
"სხვა არავინ, იუშჩენკოს გარდა, პრეზიდენტი არ გახდება. ახლა ომი მხოლოდ იწყება, ამას გეუბნებით, როგორც საბჭოთა არმიის ძველი ოფიცერი. დონბასისთვის კი ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი გზა არსებობს _ დამოუკიდებლობის გზა აფხაზეთის მაგალითზე", _ აცხადებს ცურკანი.