ამირან სიხარულიძეს პროკურატურამ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ამირან სიხარულიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის და ბრალდების მოხსნის შესახებ, მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
2012 წლის 6 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით, ამირან სიხარულიძე დამნაშავედ სცნეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში (194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" პუნქტი)და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
შ.პ.ს "გრინ-ლაითის+"-ის დამფუძნებელ ამირან სიხარულიძეს გამოძიება ედავებოდა შპს-ს სალაროში არსებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების დაუფლებას და მისთვის კანონიერი სახის მიცემას. ხსენებული სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით დადგინდა, რომ ამირან სიხარულიძისთვის შერაცხული ბრალდება არ შეიცავდა დანაშაულებრივ ქმედებას.
საქალაქო სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულმა თბილისის სააპელაციო სასამართლოშიგაასაჩივრა. სააპელ;აციო სასამართლომ პირველი ისტანციის განაჩენი ძალაში დატოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენი ამირან სიხარულიძემ უზენაეს სასმართლოში გაასაჩივრა საკასაციო წესით, რაზეც საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის პროკურორის მიერ წარდგენილი იყო შესაგებელი.
2012 წლის 21 დეკემბერს პროკურატურის მიერ გაუქმდა პროკურორის შესაგებელი, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, სახელმწიფო ბრალდების პოზიცია და დააკმაყოფილა მსჯავრდებულ ამირან სიხარულიძის საკასაციო საჩივარი. გააუქმა რა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენი ამირან სიხარულიძე უდანაშაულოდ სცნო, გაამართლა და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.
მასალის გამოყენების პირობები