სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატრურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინრეობს გამოძიება შსს ბორჯომის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.( სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით)
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ბორჯომის რაიონ დაბა ახალდაბაში მცხოვრები ტრისტან ჩადუნელის, მერაბ რიკაძის და ნიკოლოზ ლომიძის განცხადება, სადაც მიუთითებებნ, რომ 2011 წლის 27 მაისს ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო მათი დაკავება ადმინისტრაციული წესით იყოუკანონო,ყოველგვარსამართლიანსაფუძველს მოკლებული.
გამოძიებით ირკვევა, რომ2011 წლის 26 მაისს დაბა ახალდაბაში მცხოვრები: ნიკოლოზ ლომიძე, ტრისტან ჩადუნელი და მერაბ რიკაძე იმყოფებოდნენ ქ. თბილისში იმ დროს არსებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „სახალხო კრების" მიერ გამართულ აქციაზე. მიტინგის დარბევის შემდეგ, აღნიშნული პირები, 2011 წლის 27 მაისს გამთენიისას დაბრუნდნენ დაბა ახალდაბაში. იმავე დღეს, დღის პირველ ნახევარში ზემოაღნიშნული პირები მეგობრებთან ერთად დასხდნენ დაბა ახალდაბაში არსებულ რესტორან „ბურჯებში", დაახლოებით 15-20 წუთში რესტორანში მივიდა ბორჯომის პოლიციის უფროსი მამუკა ხვედელიანი მისივე თანამშრომლებთან სერგო სამსონიძესთან, დავით ჩხიკვაძესთან და მამუკა მაღლაკელიძესთან ერთად. რიკაძე, ლომიძე და ჩადუნელი გამოიყვანეს გარეთ, სადაც მამუკა ხვედელიანმა ტრისტან ჩადუნელს გაარტყა ხელი და უთხრა რომ „ეხლა ვეღარ უშველიდა ოპოზიცია". შემდეგ კი აღნიშნული პირები ჩაისვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს ბორჯომის პოლიციის შენობაში, სადაც ხვედელინმა მათ უსაყვედურა 2011 წლის 26 მაისს თბილისში გამართულ იმ დროს არსებულ „სახალხო კრების" აქციაზე დასწრების გამო. ამის შემდეგ ცალ-ცალკე ოთახებში მიაყენეს ფიზიკური შურაცხყოფა. იატაკზე წაქცეულ ლომიძეს ფეხებს ურტყამდნენ მამუკა ხვედელიანი, ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი ლომიძე და გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელი სხვა პოლიციის თანამშრომლები. ცემის შედეგად ლომიძის განმარტებით გაუტეხეს ნეკნი. ხვედელინმა და სხვა გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელმა პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტრისტან ჩადუნელს, რომელსაც ხელებს ურტყამდნენ ყურებში. ასევე მამუკა ხვედელინმა დაარტყა რიკაძეს, რის შემდეგაც რიკაძემ სთხოვა, რომ გულის მანკით იყო დაავადებული და აღარ ეცემა. 2011 წლის 27 მაისს საღამოს საათებში დაკავებულები გადაიყვანეს ბორჯომის მაგისტრატ სასამართლოში სადაც ჩადუნელს მიუსაჯეს 40 დღით, ლომიძეს 30 დღით ხოლო რიკაძეს 25 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულ პიროვნებებს დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებისას ჩაუტარდათ სამედიცინო შემოწმება.დასკვნაში მითითებულია რომ, ნიკოლოზ ლომიძეს ქონდა მაღალი არტერიული წნევა, მუცლის და ფერდის არეში ქონდა ტკივილები. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ მერაბ რიკაძის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის გადაყვანილი იყო ქ. ბორჯომის საავადმყოფოში, სადაც გადიოდა ინტენსიური მკურნალობის კურსს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ რიკაძეს,ჩადუნელს და ლომიძეს არ ჩაუდენიათ მართლსაწინააღმდეგო ქმედება. მათი დაკავება და ფიზიკური შეურაცხყოფა განპირობებული იყო 2011 წლის 26 მაისს ქ. თბილისში იმ დროს არსებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „სახალხო კრების" მიერ გამართულ აქციაზე ყოფნით.