ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, საკუთრების დაცვის კუთხით მას საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა დახვდა.
მინისტრის განმარტებით, საკანონმდებლო დონეზე უნდა განისაზღვროს თუი რას ნიშნავს და ითვალისწინებს სახელმწიფო საჭიროება, რაც სამომავლოდ სხვადასხვა სახის დავების თავიდან აცილების წინაპირობა იქნება.
„2 თვიანმა მუშაობამ გვაჩვენა ის, რომ არის კატასტროფული მდგომარეობა ქონების მესაკუთრეთა უფლების დაცვის მიმართულებაში. ვფიქრობ, რომ ეს უდიდესი პრობლემა, არის ის უმძიმესი მემკვიდრეობა რომლის გადალახვაც ჩვენ გვიწევს. საკუთრების უფლების დაცვა, ეს არის ანტიმონოპოლიური სიტუაცია ქვეყნის ეკონომიკაში. პირველი კვარტლის კვლევებით შემიძლია დაზუსტებით ავღნიშნო, რომ შეიქმნება კონკურენციის სააგენტო, ე.წ. ანტიმონოპოლიური სამსახური. რაც შეეხება ქონების უფლების დაცვას - ვმუშაობთ დამატებით საკანონმდებლო ინიციატივებზე, იმისათვის, რომ კონკრეტულად გაიწეროს ის შემთხვევები რომელიც არსებობდა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ აქ პრობლემა იყო ის, რომ განუკითხავად ადამიანებისთვის ქონების ჩამორთმევა ხდებოდა, იმ მიზეზით, რომ ეს იყო სახელმწიფო საჭიროება. თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ ისიც, რომ სახელმწიფო საჭიროებაზე ძალიან ბევრ შემთხვევაში არ იყო. ეს იყო საჭიროება კონკრეტული ბიზნესების"- განმარტავს მინისტრი.
კვირიკაშვილი ამბობს, რომ ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. მინისტრის თქმით, სასამართლო სისტემა ამ საკითხებს საბოლოოდ ვერ აგვარებს. მისივე ინფორმაციით, იყო საუბარი იმაზე, რომ სპეციალური კომისია შექმნილიყო, მაგრამ როგორც მინისტრი განმარტავს, სიტუაცია საკმაოდ რთულია და თუ არ დაზუსტდა ზუსტად თუ რა არის სახელმწიფო საჭიროება, ისე პრობლემის მოგვარება და სიტუაციის შეჩერება გაძნელდება.
რაც თავის მხრივ ინვესტორებისთვის იქნება ერთგვარი მესიჯი, რომ მათ საკუთრებას საფრთხე არ დაემუქრე4ბა, რადგანაც საკანონმდებლო დონეზე იქნება გაწერილი თუ რა სახის შემთხვევებზე მოხდება ექსპროპიაცია.