ბათუმში, ზღვაში 25 წლის ქალი დაიხრჩო. მის ცხედარს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
ნაპირზე ნაპოვნია გარდაცვლილის ტანსაცმელი და პირადი ნივთები, თუმცა დაღუპულის ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია.
შემთხვევას ჰყავს თვითმხილველებიც, რომელთა განმარტებითაც, დაინახეს, როგორ შევიდა ის ზღვაში, თუმცა ახალგზრდა ქალი წყლიდან გამოსული არავის უნახავს.