თბილის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დაკითხვაზე მივიდა. როგორც ჟურნალისტებს დაკითხვის დაწყებამდე ახვედიანმა განუცხადა იგი მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
,,დაკითხვა უკავშირდება რიყის თემას. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებს მრავალჯერ განვაცხადე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, რომ დაკითხვის წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით ვფიქრობ, რომ ჩემი დაკითხვა დაგვიანებულია და უფრო ადრე უნდა მომხდარიყო ვიდრე სხვა მაღალი მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირებს დაკითხავდნენ", _ განაცხადა ახვლედიანმა და აღნიშნა, რომ რიყის თემასთან დაკავშირებით პრემიერის ინტერესები იკვეთება.
,,მიმაჩნია, რომ ეს საკითხი არის პოლიტიკური და პოლიტიკური დაკვეთაა. სამწუხაროდ, იკვეთება დღევანდელი პრემიერ-მინისტრის პირადი ხელი და ინტერესები ამ თემასთან დაკავშირებით", -განაცხადა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ახვლედიანი რიყის თემასთან დაკავშირებით დაკითხვაზე უკვე მეორედ იმყოფება.