საგარეჯოს რაიონში ცენტრალური ავტომაგისტრალი მოყინულია, რის გამოც ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ პატარძეულში 2 მანქანა ხიდიდან ხევში გადავარდა. სხეულის დაზიანება მხოლოდ მიკროავტობუსის მძოლმა მიიღო. დაშავებული საგარეჯოს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის ქირურგმა ზურა პეტრიაშვილმა განუცხადა, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„პაციენტს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და შუბლზე დიდი ჭრილობა აღენიშნებოდა. მას სასწრაფოდ ესაჭიროება ქალა-ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, ამიტომ თბილისში გადასაყვანად კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადა გამოვიძახეთ. სხვა დაზიანებები პაციენტს არ აქვს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნა ექიმმა.
მანქანები ხევიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიღეს.