რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა ამ პერიოდში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას არ აპირებს.
ამის შესახებ ლავროვმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე განაცხადა.
„მოლაპარაკებების პერიოდში, ნებისმიერი ფორმატით, სპეციალურ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში პაუზას არ გამოვაცხადებთ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპას სწორედ ეს სურს.
ამავე მარტივი მიზნით - მიიღოს შესვენება და შეავსოს კიევის რეჟიმის გამოფიტული სამხედრო არსენალები, რომელიც გამოუვალი მდგომარეობის გამო უკვე დიდი ხანია აშკარად ტერორისტულ მეთოდებზე გადავიდა“, - განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე კვლავ ისაუბრა სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნებზე და მათ შორის რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ყირიმში, დონბასსა და უკრაინის ტერიტორიაზე „რუსებისა და რუსულენოვანი ადამიანების უფლებების დაცვა“ დაასახელა. ლავროვის მტკიცებით, ამ ტერიტორიებზე რუსულ ენასა და ეკლესიას „ტოტალურად კრძალავენ“.