საქალაქო სასამართლო თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესს დღეს განაახლებს. პროცესი დღის 12:00 საათზეა ჩანიშნული.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ.
შეგახსენებთ, რომ საქმე 2006 წელს ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში მეორეხარისხოვანი ტყვიაწამლის შეძენას ეხება. ოქრუაშვილს ბრალად სამსახურებრივი გულგრილობა ედება