თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე პროკურატურაში მივიდა. საგამოძიებო უწყებაში გიორგაძე ადვოკატის გარეშე გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ თემურ გიორგაძე პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გიორგაძემ განაცხადა პროკურატურას მასთან 26 მაისთან დაკავშირებით აქვს კითხვები.