ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს როლანდ ახალაიას ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე დღეს ელოდებიან, _აღნიშნულის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პროკურატურის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა
პრესსამსახურის ინფორმაციით, ,,ახალაია დაკითხვაზე გუშინ გვყავდა დაბარებული, მაგრამ პარლამენტის კანცელარიამ ვერ მოახერხა მისთვის უწყების ჩაბარება, ამიტომ როლანდ ახალაია პროკურატურაში დაკითხვაზე დღესაა დაბარებული. ვნახოთ გამოცხადდება თუ არ დაკითხვაზე და თუ არ გამოცხადდება კანონით შესაბამისი პროცედურებია დადგენილი პარლამენტის წევრის დაკითხვაზე იძულებით მიყვანის შესახებ, რასაც პროკურატურა სამომავლოდ განახორციელებს", _ განაცხადა სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ.
შეგახსენებთ, რომ როლანდ ახალაია პროკურატურაში ქონებისა და ფულის გამოძალვის ფაქტებთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაკითხვაზეა დაბარებული.