ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძისა და მისი ხელისუფლების დროს ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართება.
მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2004 წელს აღიძრა. საქალაქო სასამართლოს ამ ეტაპზე დაკითხული ჰყავს ორი მოწმე და იგეგმება 50 ადამიანის დაკითხვა.
შეგახსენებთ, რომ ასლან აბაშიძეს ბრალი ედება ნოდარ იმნაძის განზრახ მკვლელობასა და ჭოროხისა და ქაქუთის ხიდების აფეთქებასა და უკანონო შეიარაღებული ფორმირების ორგანიზებაში. აბაშიძის მიმართ სასამართლო ეკონომიკური დანაშაულისა და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ბრალდებით განაჩენი უკვე გამოიტანა და აბაშიძეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.