იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. როგორც ჟურნალისტებთან მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა ციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით იუსტიციის ყოფილი მინისტრის ბრალეულობა იკვეთება.
"ადეიშვილის ბრალეულობის შესახებ დადგენილება პრაქტიკულად მომზადებულია, ის დახვეწის სტადიაშია და დღეს თუ არა ხვალ, სასამართლოს წარედგინება", -განაცხადა კბილაშვილმა და აღნიშნა, რომ გავრცელებულ ციხის ვიდეო-კადრებს ექსპერტიზა ჩაუტარდა.
"მე როგორც ვიცი, ვიდეო-მასალების ექსპერტიზა უკვე ჩატარებულია, მათ შორის იქ მყოფ პირთა იდენტიფიცირების მიზნით. რაც შეეხება უშუალოდ ე.წ. ცოცხის კადრს, მონტაჟის კვალი არ ჩანს", - აღნიშნა კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მუხლით წარედგინება ზურაბ ადეიშვილს ბრალი. ბრალის წარდგენის შემდეგ პროკურატურა საქალაქო სასამართლოს ადეიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარების შესახებ შუამდგომლობით მიმართავს. იმ შემთხვევაში თუ ადეიშვილი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდება მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.