შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, ახალქალაქში მცხოვრებმა, 1961 წელს დაბადებულმა ალექსანდრე მ-მ ცეცხლსასროლი და საბრძლო იარაღი წარმოადგინა და ნებაყოფლობით ჩააბარა: 4 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი მჭიდი, 6 ხელყუმბარა, ამათგან 3ცალი - „RG-42", 2 ცალი -"F-1" და 1-იც -„RGD-5" ტიპის, 4 საკვამლე კოჭა, 2 ცალი „R-7 გასროლა", ორ პლასტმასის ქილაში მოთავსებული ფეთქებადი ნივთიერება ტროტილი (ფხვიერ მდგომარეობაში), 5 ფეთქებადი ნივთიერება ტროტილი ( მყარ მდგომარეობაში), ცეცხლსასროლი იარაღის სისტემაზე გადაკეთებული „ტირის თოფი", კუსტარულად გადაკეთებული სანადირო თოფი ე.წ. „აბრეზი", ასევე კუსტარულად დამზადებული ლულა დამრტყმელი მექანიზმით, 2 სასიგნალო რაკეტა, 7 ხელყუმბარის ამფეთქებელი ფალია, 183 ცალი 5,6 კალიბრიანი „გეკოს" სისტემის იარაღისათვის განკუთვნილი ვაზნა, 556 ცალი 5,45 კალიბრიანი „AKC"-ის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი ვაზნა, 41 ცალი 7,62 კალიბრიანი კარაბინის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი ვაზნა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლი კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის რაიონული სამმართველო.