თბილისის სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოსა და თიანეთის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, თაღლითობისა და მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით, თიანეთის რაიონის სოფ. ზარიძეებში, 1982 წელს დაბადებული ვაჟა ბ. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2012 წლის ოქტომბერში, ს.ს. „ლიბერთი ბანკის" გლდანის მე-4 სერვის-ცენტრის მენეჯერად მუშაობის პერიოდში, ჩატარებული ფინანსური მაქინაციების შედეგად, მიითვისა და თაღლითურად დაეუფლა ს.ს „ლიბერთი ბანკის" კუთვნილ 20 720 ლარს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 182-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე-3 განყოფილება იძებს.