შეწყალების კომისიამ 115-მდე პატიმარს დადებითი რეკომენდაცია მისცა, -აღნიშნულის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შეწყალების კომისიის წევრმა ანდრო ალავიძემ განაცხადა.
,,დაახლოებით, 115 პატიმარს მივეცით დადებითი რეკომენდაცია, რომლებიც არიან ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები. ასევე კომისიამ რამდენიმე პატიმარს ინდივიდუალურად საქმეების შესწავლის შემდეგ დადებითი რეკომენდაცია მისცა რამდენიმე პატიმარს. მაგალითისთვის, თუ პირს მისჯილი ჰქონდა მსჯავრი მძიმე მუხლისთვის, მოხდილი ჰქონდა სასჯელის ნახევარზე მეტი და მისი გამოშვებით საზოგადოებას საფრთხე არ შეექმნებოდა ასეთ კატეგორიის პატიმრებს კომისიამ რეკომენდაცია მისცა",_ განაცხადა სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ანდრო ალავიძემ და აღნიშა, რომ შეწყალებულთა შორის არ არიან ქალები და არასრულწლოვნები
შეგახსენებთ, რომ შეწყალების კომისიამ 430 პატიმრის საქმე განიხილა. შეწყალებული პატიმრები ციხეებს ახალ წლამდე დატოვებენ.