დღეს, 21 დეკემბერს 10 საათიდან 18 საათამდე, კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება აბესაძის, დიუმას, ყავლაშვილის, ლესელიძის, ვერცხლის და პუშკინის ქუჩების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 14 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს IV და V მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 14 საათამდე ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება მეუნარგიას და ზაქრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.