ბილაინის აბონენტები მობილური ინტერნეტით Facebook-ისთვის უფასოდ ისარგებლებენ. კომპანია ბილაინი საახალწლოდ მომხმარებელს ახალ ტელეფონს FacebookPhone-ს სთავაზობს. ალკატელის ბრენდის ანდროიდს, რომელიც საქართველოში დღეიდან, 19 დეკემბრიდან, ბილაინის ყველა ოფისში გაიყიდება, ინტეგრირებული აქვს Facebook-ის აპლიკაცია.
ტელეფონის შეძენისას, ბილაინის ნებისმიერი აბონენტი Facebook- ის გამოყენებისას 2 თვის განმავლობაში უფასო ინტერნეტით ისარგებლებს.
ახალი ტელეფონი წარმოდგენილია 2 ფერში: არის თაჩსქრინიანი, მისი მეხსიერება არის 50 MB, აღჭურვილია ფოტო- და ვიდეოკამერით, კითხულობს ქართულ ვებგვერდებს და აქვს facebook-is, tweeter-is da opera-s აპლიკაციები.
"მობილური ინტერნეტი ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი მომსახურება ხდება მსოფლიოში და საქართველოში, ხოლო სოციალური ქსელებისადმი წვდომა, განსაკუთრებული მოთხოვნდან ყოველდღიურ აუცილებლობად გადაიქცა. აქედან გამომდინარე, ჩვენს ფრანგულ პარტნიორ ALCATEL- თან ერთად გადავწყვიტეთ, საქართველოში შემოგვეტანა ტელეფონი, Facebook-ის ინტეგრირებული აპლიკაციით.
ამ ტელეფონების მფლობელები შესძლებენ ამ სოციალურ ქსელში მობილური ინტერნეტით უფასოდ ისარგებლონ", - აცხადებს ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თეონა ბაღდავაძე.