ჩინეთში ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში პოლიციამ ასზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლებიც სამყაროს დასასრულის შესახებ ავრცელებდნენ ხმებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის უმეტესობა აკრძალული კვაზიქრისტიანული სექტის "ყოვლისშემძლე უფლის ეკლესიის" წევრები არიან.
სამართალდამცავებმა მოახდინეს სხვადასხვა სახის სააგიტაციო მასალების კონფისკაცია, სადაც საუბარი იყო მომავალი აპოლკალიფსის შესახებ.
"ყოვლისშემძლე უფლის ეკლესია" ჩინეთში გასული საუკუნის 90-იან წლებში შეიქმნა. მისი წევრები ქადაგებენ, რომ მეორედ მოსვლისას ქრისტე ჩინელი ქალის სახით მოევლინება კაცობრიობას.