კოკოითის მიერ ე.წ. დეგრუზინიზაციის პროცესის დაწყების კომენტირებისას საქართველოს პარლამენტის წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ ეს პროვოკაცია და ანტიქართული ისტერიის ნაწილია.
მისივე თქმით, ცხინვალში ბევრი რამ შეიცვლება, მხოლოდ მას შემდეგ რაც საქართველოს ხელისუფლება ქართველ და ოს ხალხთან ერთად ცხინვალის რეგიონზე კონტროლს აღადგენს.
"შეცვლა რა თქმა უნდა სამაჩაბლოში მოხდება ბევრი რამის, ჩვენ შევცვლით იქ ვითარებას და შევცვლით რადიკალურად. შეუძლებელია, რომ რომელიღაცა "ტიკინები", რომლებმაც თვითონ გადაიკეთა გვარი ორიოდე წლის წინ, რომელიც ყველამ ვიცით, რომ კოკოევი იყო და ეხლა სხვა გვარი გახდა, ცდილობდეს საქართველოში ისტორიული სახელების შეცვლას", _ აცხადებს ნუგზარ წიკლაური.