მოძრაობა "რატომ?" ეკონომიკის სამინისტროში არსებულ დარღვევებზე საუბრობს.
ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, წინა მინისტრის ლაშა ჟვანიას დროს სამინისტრომ კანონდარღვევით შეიძინა ავტომანქანები, ასევე ბევრი კითხვისნიშნები არსებობს სამინისტროს რემონტთან და საჯარო ინფორმაციის დამალვასთან დაკავშირებით.
ამ საკითხების შესახებ მოძრაობის წევრები ეკონომიკის მინისტრთან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ და მოუწოდებენ მინისტრს, შეწყვიტოს მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზაცია და ჩამოაყალიბოს საკუთარი ხედვა აქვს ლიცენზიებთან დაკავშირებით.