იაპონიის სამხრეთ სანაპოროსთან მოხდარი 7,3 მიწისძვრის შემდეგ მიიაგის პრეფექტურამ მოსახლეობა ცუნამის საფრთხის შესახებ გააფრთხილა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მიერ მომხდარი მიწისძცვრის სიმძლავრე 7,4 მაგნიტუდად შეფასდა.
ტელეკომპანია NHK-ის ინფორმაცით, მიწისქვეშა ბიძგები ტოკიოშიც იგრძნობოდა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 11 მარტს იაპონიაში მომხდარმა 9 ბალის მაგნიტუდის მიწისძვრამ, რომელმაც ცუნამი გამოწვია ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსვერპლა. უსახლკაროდ დარჩა ასობით ათსი ადამიანი.
მიწისძვრამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყნის ინფრასტრუქტურას. მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზიანდა მნიშვნელოვნად დაზიანდა ფუკუსიმას I და II ატომური ელექტროსადგურები.
ქვეყნაში მუშაობა შეწყვიტეს უდიდესმა ავტომწარმოებელმა კონცერნებმა, მსოფლიოში ცნობილმა მძიმე და მსუბუქი მრეწველობის სხვადასხვა კომპანიებმა. ქვეყნის ეკონომიკას მილიარდობით ზარალი მიადგა.
11 მარტს მოხდარი მიწისძვრა თავისი შედეგებით იაპონიის ეკონომიკისთვის უდიდესი ზარალის მომტანი აღმოჩნდა, რომელმაც გავლენა იქონია მსოფლიო ეკონომიკის ტემპების შენელებაზე.