სომხეთის რესპუბლიკაში ციტრუსის იმპორტირების ფასი შემცირდა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გადამზიდავებს ტონა ნაყოფის განბაჟებისათვის 600 აშშ დოლარის 20 პროცენტის გადახდა მოუწევთ, აქამდე ისინი 1700 აშშ დოლარიდან ანბაჟებდნენ.
სომხეთში ციტრუსის იმპორტისთვის აუცილებელია, რომ გადამზიდავი კომპანიიის წარმომადგენლებმა ან ფიზიკურმა პირებმა წარმოშობის სერტიფიკატი შეიძინონ, მისი აღება მათ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შეუძლიათ, რომლის ფასი 20 ლარს შეადგენს.
,,სომხეთთან საბაჟო გადასახადის შემცირება ორი ქვეყნის სამთავრობო უწყებებს შორის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა. იმ პირებსა და კომპანიებს, ვისაც არ ექნებათ წარმოშობის სერთიფიკატი ( ST-1) მათ პროდუქციის განბაჟება მოუწევთ 1700 დოლარიდან'' - განაცხადა აჭარის სოფლის მინისტრის პირველმა მოადგილემ იოსებ აბულაძემ.