მექსიკის გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა რომ მექსიკაში, შტატ სინალოას სილამაზის კონკურსში გამარჯვებული "მისს სინალოას შტატი-2012"მარია სუზან ფლორეს გომესი რომელიც მექსიკის დასავლეთ ნაწილში, ნოემბერში ჯარისკაცებსა და ბოროტმოქმედებს შორის გახსნილი ცეცხლის შედეგად მოკლეს ბოროტმოქმედებს ახლდა თან და ავტომატ "აკ-47" დან თავად ისროდა. ეს ავტომატი მოკლული გოგონას გვერდით მაშინვე იქნა ნაპოვნი, თუმცა მაშინ მის კავშირს ბოროტმოქმედებთან ვერავინ ადასტურებდა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გოგონა და მისი საქმრო ამ ინციდენტის დროს შემთხვევით გასროლილმა ტყვიებმა ინსხვერპლეს. მოგვიანებით კი უკვე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა 22 წლის სიმალაზის დედოფალი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ყოფილიყო და თავად ისროდა სამხედროების მიმართულებით.
მოკლული გოგონას ხელებიდან აღებულმა ქიმიურმა ანალიზმა დაადასტურა რომ თავად გოგონა ისროდა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯარისკაცების მიმართულებით და საპასუხო სროლის შედეგად დაიღუპა.
გენპროკურატურა ასევე აცხადებს, რომ გამოძიება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გაგრძელდება.