5 დეკემბერს, 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის დრამატულ თეატრში კომპოზიტორ ნანა კალანდაძის შემოქმედებითი მოღვაწეობის 20 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
მონაწილეობენ ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ნუკრი კაპანაძე,ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნეკა სებისკვერაძე, მერაბ ვარდოსანიძე, ლაშა ღლონტი, აჩიკო ნიჟარაძე, თამთა ცხვიტავა, ნუცა ბურჯანაძე, ანსამბლები "მუხამბაზი", "ფესვები", "შვიდკაცა","თუთარჩელა", ასევე თეატრალურის კვარტეტი და ქართული ხმების ტრიო.
ქართული საესტრადო და საბავშვო სიმღერებისა და ტექსტების ავტორი ნანა კალანდაძე არის მრავალი კონცერტისა და მუსიკალური შეხვედრის სცენარისა და პროექტის ავტორი.
H3 ჰოლანდიური გუნდის რეპერტუარში შესულია მისი 6 სიმღერა. კალანდაძე არის "პატრინოტი-3"-ის (2007 წ.) და ანა კალანდაძის ლექსებზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებების კონკურსის (2004 წ.) გამარჯვებული. მიღებული აქვს ნიდერლანდების ქ. ზუთფენის "როტარი კლუბის" სპეციალური პრიზი ჰოლანდიაში ქართული სიმღერისა და საქართველოს მუსიკალური ტრადიციების პოპულარიზაციისთვის.
საღამო იმართება ქ.თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, შემოქმედებითი და საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში.