ხვალ, 5 დეკემბერს, 10 საათიდან 17 საათამდე, ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ზეკარის, სვირის, ლისაშვილის, მირზაანის, წერონისის, ლაითურის, ასურეთის, სანავარდოს, ბენდელიანის, გეგუთის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 14:30 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება გლდანის I და IIIა მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.11 საათიდან 15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება გლდანის VII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის დასახლების, ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტლის მცხოვრებლებს. 11 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სამგორის ჩიხის ნადარეიშვილის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება საქსოფმშენის დასახლების IV კვარტლის მცხოვრებლებს. 13 საათიდან 14 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: ლილოს დასახლების II და V კვარტლების, ფრანგულიანის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.15 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფრინველეობის დასახლების, ჭირნახულის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.