"მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნოს დემოკრატიული რეფორმების გზა", - განაცხადა ჟურნალისტებთან ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა საქართველოში მიმდინარე პროცესების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ნატო საქართველოში მიმდინარე პროგრესს აღიარებს.
"ჩვენ ვაღიარებთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნოს დემოკრატიული რეფორმების გზა. საქართველომ აჩვენა სამაგალითო ერთგულება ავღანეთის ოპერეაციასთან დაკავშირებით. ხვალ ჩვენ განვიხილათ ISF-ის ყველა მონაწილესთან ერთად ამ ოპერაციის გრძელვადიანი დაფინანსების საკითხს", - განაცხადა რასმუსენმა.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში 4-5 დეკემბერს ნატოს მინისტერიალი მიდინარეობს. 5 დეკემბერს, თბილისის დროით 11:30 საათზე კი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დაესწრება. სხდომაზე ნატო-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე იმსჯელებენ.