დღეს, 4 დეკემბერს, 10 საათიდან 11:30 საათამდე, კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ზემო და ქვემო ფონიჭალის, გეოლოგების დასახლების, რუსთავის გზატკეცილის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 11 საათიდან 18 საათამდე სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დიდი ხეივნის, I ხეივნის, II ხეივნის, III ხეივნის, ნაკაშიძის და გულიას ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის II მიკრორაიონის აცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის III მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.