ამერიკულმა ჟურნალმა Time -მა "წლის ადამიანის" წოდებაზე წარდგენილი ნომინანტების ნუსხა გამოაქვეყნა. რუსეთიდან ამ ნუსხაში პანკჯგუფის Pussy Riot-ის წევრები არიან დასახელებულნი.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ ფემინისტური ორგანიზაციის წევრებმა "ძალიან დიდი ფასი გადაიხადეს თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების პროვოკაციული გამოხატვის გამო".
მათ გარდა, "წლის ადამიანის" ნომინანტთა ნუსხაში არიან: ბილ კლინტონი და მისი მეუღლე ჰილარი, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, ჩინელი მხატვარ-დისიდენტი აივეივეი, Apple -ს ახალი თავმჯდომარე ტიმ კუკი, ჩრდილოკორეელი ლიდერი კიმ ჩენ ინი, მოცურავე მაიკლ ფელპსი, სამხრეთ კორეელი რეფერი Psy, ჰიგსის ბოზონი და მარსზემოსიარულე Curiosity.
ნომინაციის გამარჯვებულებს გამოცემის რედაქტორები გამოავლენენ, თუმცა მკითხველთა შორის ასევე მიმდინარეობს გამოკითხვა.